წესები ვიზიტორთათვის

ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვიზიტორთა განყოფილების შესახებ.

სანამ პატიმარი პირველად მიიღებს ვიზიტს, მან უნდა შეავსოს განაცხადი ვიზიტორთა მიღების თაობაზე.

თანხმობის მიღების შემდეგ, ვიზიტორებს შეხვედრების დასაჯავშნად შეუძლიათ  დარეკონ შემდეგ ნომერზე:

0521 4896-230

ორშაბათობით, სამშაბათობით, ოთხშაბათობით, ხუთშაბათობით და პარასკეობით.

დაგეგმილი ვიზიტისთვის ყველა პირი უნდა იყოს წარმოდგენილი სახელით და გვარით. სხვა შემთხვევაში  მათ არ ექნებათ ვიზიტზე გამოცხადების უფლება.

სტუმრებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. კერძო ვიზიტზე მაქსიმუმ სამი ადამიანი დაიშვება. მნახველები ვიზიტორთა კონტროლის პუნქტთან უნდა გამოცხადნენ შეხვედრამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ვიზიტი უპრობლემოდ შედგეს.

სტუმრები, რომლებიც ალკოჰოლის, მედიკამენტების ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, არ დაიშვებიან. შეხვედრამდე ვიზიტორების შემოწმება მოხდება ლითონის ზონდით და პალპაციის მეშვეობით ციხის კანონის შესაბამისად (ნორდჰაინ-ვესტფალენის ციხის მე-5 აქტის მე-19 პარაგრაფის თანახმად). ამ კონტროლის შედეგად ვიზიტორთა ნაკადის მიღება შეიძლება ოდნავ შეფერხდეს.

განრიგი პირადი ვიზიტებისთვის

პატიმრების პირადი ვიზიტების განრიგი ბილეფელდ-ბრაკვედეს სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის განისაზღვრება შემდეგნაირად:

სამუშაო დღეჯერ
ორშაბათი 10:00 საათიდან 11:00 საათამდე, 12:30 საათიდან 17:30 საათამდე
სამშაბათი 08:00 საათიდან 11:00 საათამდე, 12:30 საათიდან 15:30 საათამდე
ოთხშაბათი 08:00 საათიდან 11:00 საათამდე, 12:30 საათიდან 15:30 საათამდე
ხუთშაბათი 08:00 საათიდან 11:00 საათამდე, 12:30 საათიდან 15:30 საათამდე
პარასკევი 08:00 საათიდან 15:00 საათამდე, პირადი ვიზიტი მხოლოდ წინასწარი პატიმრებისთვის
შაბათს 08:00 საათიდან 13:30 საათამდე
კვირა 08:00 საათიდან 13:30 საათამდე

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავებულთა მონახულება არ არის შესაძლებელი ყოველ შაბათ -კვირას.

-> მითითება: როგორც კერძო ვიზიტორს, თქვენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრისთვის შეგიძლიათ მაქსიმუმ 20.00 ევრო შემოიტანოთ თითო ვიზიტზე, რათა თამბაქო, ტკბილეული ან სხვადასხვა სასმელი გამოიტანოთ აქ დაყენებული აპარატებიდან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შესყიდვები ხდება ჩიპ-ბარათების გამოყენებით.

ჩიპ-ბარათების შევსება შესაძლებელია მხოლოდ (მაქსიმუმ 20 ევროთი) შესაბამისი ბანკნოტებით (5 ევრო, 10 ევრო, 20 ევრო). უფრო დიდი კუპიურების გადახურდავება შეუძლებელია.

პატიმრებს ეკრძალებათ საკანში სასმელების შეტანა.

პატიმრები:

პატიმრებს შეუძლიათ მიიღონ თვეში ოთხი 40-წუთიანი ვიზიტი. ვიზიტის დაგეგმვა პატიმრების პრეროგატივაა.

მსჯავრდებული ქალები:

მსჯავრდებულებმა, რომლებსაც ვიზიტისთვის სასამართლოს  ნებართვა სჭირდებათ, პირველ რიგში უნდა მიმართონ პასუხისმგებელ მოსამართლეს ან პროკურორს. მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ მიიღებთ ნებართვას ვიზიტის შესახებ, გთხოვთ, დარეკოთ ზემოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე და დაგეგმოთ  ვიზიტი ჩვენთან.

პატიმარ ქალებს შეუძლიათ მიიღონ თვეში ოთხი 30-წუთიანი ვიზიტი. ვიზიტის დაგეგმვა თავად პატიმრების პრეროგატივაა.

გრძელვადიანი ვიზიტი

ბილეფელდ-ბრაკვედეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებობს გრძელვადიანი ვიზიტების შესაძლებლობა მეთვალყურეობის გარეშე. ასეთი შეხვედრების დანიშვნა უნდა მოითხოვოს თავად დაკავებულმა, რისთვისაც მისი წინასწარი ძირფესვიანი შემოწმების ჩატარებაა საჭირო.

ვიდეოზარების განხორციელება

ბილეფელდ-ბრაკვედეს სასჯელაღსრულების დაწესებულება პატიმრებს, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად არ ექვემდებარებიან რაიმე სახის შეზღუდვას, Skype-ის საშუალებით ვიდეოზარის განხორციელების შესაძლებლობას სთავაზობს. ამის თაობაზე განაცხადი პატიმარმა უნდა შემოიტანოს.

საბანკო მონაცემები

საბანკო მონაცემებიანგარიშის ნომერი
ბანკი Postbank Hannover
მიმღების ანგარიშის ნომერი DE 54 2501 0030 0279 0333 02
საბანკო საიდენტიფიკაციო კოდი PBNKDEFF

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეფელდ-ბრაკვედეს სასჯელაღსრულების დაწესებულების სახელი მითითებულია გადარიცხვების ფორმულარზე და მხოლოდ დანიშნულებაშია მისათითებელი პატიმრის სახელი, დაბადების თარიღი და, საჭიროების შემთხვევაში, დაკავებულის ჯავშნის ნომერი.