კერძო ვიზიტების საათები

კვირის დღედრო
ორშაბათი: კერძო ვიზიტი არა
სამშაბათი: 10:00 – 11:00 სთ. 12.30 – 17.30 სთ.
ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი: 08:00 – 11:00 სთ. 12.30 – 15.00 სთ.
შაბათ-კვირას თვეში 2 ჯერ 08:00 – 13:30 სთ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიზიტები ყოველ შაბათ-კვირას  და დასვენების დღეებში არ არის დაშვებული.

ყველა ვიზიტი წინასწარ უნდა შეთანხმდეს, ზემოთ მითითებულ სავიზიტო საათებში,  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შემდეგ ტელეფონის ნომერზე:

0521/4896-230

ვიზიტების წესები

პატირობაში მყოფი პირების პირველად მონახულებამდე უნდა შემოწმდეს, რა დამოკიდებულებაში იმყოფებიან მნახველები პატიმრებთან. პატიმარმა განაცხადი უნდა შეიტანოს მნახველის დაშვებაზე.

ყველა 16 წელს გადაცილებულმა პირმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი იდენტიფიკაციისთვის. 16 წლამდე ბავშვებს აუცილებლად უნდა ახლდეს სრულწლოვანი თანმხლები პირი.

მნახველები უნდა გამოცხადდნენ 30 წუთით ადრე კონტროლის გასავლელად. ალკოჰოლის, მედიკამენტების ან ნარკოტიკული საშუალებების გავლენის ქვეშ მყოფი მნახველები ვიზიტზე არ დაიშვებიან. ვიზიტის წინ მოხდება ყველა მნახველის შემოწმება და ხელის მაგნიტური დეტექტორით გაკონტროლება. ნივთები, მაგ. მანქანის გასაღები, მობილური და ა.შ. ვიზიტის განმავლობაში უნდა ჩაკეტოთ სეიფში.

ყველა მნახველს შეუძლია თან იქონიოს მაქსიმალურად 15 ევრო ხურდა ფულის სახით, რომ შეძლონ ავტომატებიდან თამბაქოს, ტკბილეულის ან სასმელების ყიდვა.

დაუშვებელია ნებისმიერი ტიპის სასმელის   ბოთლის დაწესებულებაში შეტანა ან  გამოტანა.

თუ გსურთ ტელევიზორების, რადიოების, დვდ-პლეიერების, თეთრეულის (ტანსაცმელი მხოლოდ პოლიეთილემის პარკის შეფუთვით, დასახელებით და პატიმრის სახელის მითითებით) ან სხვა საგნების შემოტანა შეთანხმებული უნდა იქნეს დაწესებულებასთან.

პატიმრები

პატიმრებს ყოველთვიურად 4, 40 წუთიანი ვიზიტის მიღების უფლება აქვთ. ვიზიტების დაგეგმვა პატიმრების პრეროგატივაა.

შესაძლებელია ვიზიტების დროის გაერთიანება  ( 2x თვეში 80 წუთით./ 1x 160 წუთით).

პატიმრის მცირეწლოვან ბავშვთა ვიზიტები

პატიმრის მიერ განაცხადის შეტანის საფუძველზე შესაძლებელია მცირეწლოვან ბავშვთა ვიზიტის გახანგრძლივება თვეში ორი საათით.

რის თაობაზეც განაცხადი პატიმარმა უნდა შეიტანოს!
წინასწარ გამოძიებაში მყოფი პირებისათვის

წინასწარ გამოძიებაში მყოფი პირების მნახველებს თან უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სასამართლოს ან პროკურატურის ნებართვა. მხოლოდ ამ ნებართვის მიღების შემდეგ შეგიძლიათ დარეკოთ ზემოთ მითითებულ ნომერზე და შეათანხმოთ ვიზიტის დრო.

წინასწარ გამოძიებაში მყოფ პირებს, ყოველთვიურად 4, 30 წუთიანი ვიზიტის  მიღების უფლება აქვთ. ვიზიტების დაგეგმვა პატიმრების პრეროგატივაა.

ხანგრძლივი  ვიზიტი

ბილეფელდ-ბრაკვედეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესაძლებელია ხანგრძლივი ვიზიტი. აღნიშნული ვიზიტის შესახებ პატიმარმა უნდა წარადგინოს განაცხადი. განაცხადის წარდგენის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება ამოწმებს პატიმრის შესაბამისობას, ხანგრძლივი ვიზიტის უსაფრთხოებისა და წესრიგის მიზნით. შემოწმების პროცედურა იწყება განაცხადის წარდგენისთანავე, თუ აღნიშნული პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 6 თვის განრმალობაში იმყოფება. მნახველის შესაბამისობა მოწმდება პირად საკონტაქტო საუბარში. პატიმარს ხანგრძლივი ვიზიტის უფლება აქვს თვეში ერთხელ 3 საათით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

08:30 სთ.-დან  11:30 სთ.- მდე ან

12:30 სთ.-დან 15:30 სთ.-მდე.

თავისუფალი სივრცეები“ – მამა / დედა-ბავშვის ჯგუფი

სასჯელაღსრულების დაწესებულების და დიაკონიის ერთობლივი მოქმედების საფუძველზე შექმნილი შეთავაზება ბილეფელდის შპს ფირმისთვის

დიაკონიასთან ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში  ბილეფელდის შპს ფირმისთვის / „თავისუფალი სივრცეები“ თავაზობენ სპეციალურ პირობებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მშობლებისა და ბავშვებისათვის.

ყოველთვიურად ტარდება

მამა-შვილის ჯგუფი ორშაბათობით 15:30 – 18:00  

ასევე დედა-შვილის ჯგუფები შაბათობით 10:00 - 12:30 სასჯელახსრულების დაწესებულების სავიზიტო ოთახში.

 ბავშვებს, რომელთა მამებიც პატიმრობაში იმყოფებიან თავაზობენ ორ თვეში ერთხელ ოჯახურ შეხვედრას (შაბათობით 09:30 – 12:30).

საბანკო რეკვიზიტები

ბანკი: Postbank Hannover
IBAN Nr.:

DE 54 2501 0030 0279 0333 02

BIC: PBNKDEFF

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ გადარიცხვის ფორმულარში გრაფაში „ბენეფიციარი“ უნდა მიუთითოთ ბილეფელდ-ბრაკვედეს იუსტიციის დაწესებულება და მხოლოდ „გამოყენების მიზანში“ უნდა ჩაწეროთ პატიმრის გვარი, დაბ. თარიღი და საჭიროებისამებრ სარეგისტრაციო ნომერი.